საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებს.
კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ასევე მიმოიხილა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.