„ჩვენ ისე ავაგეთ ბევრი საკითხი, რომ თავმჯდომარე ცესკო-ში გვინდა დავტოვოთ უფუნქციოდ", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, "ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, თამარ ჟვანია იქნება, თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ ის არის მართული ადამიანი, ის ყოველთვის შეძლებდა ძველ სისტემაში გაყალბებას".
"ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს ისეთი ხალხი, ვისაც „ქართული ოცნება“ ახლა შეგვირჩევს, მასთან შევთანხმდებით და ყველა ვენდობით ამ ადამიანს, სამწუხაროდ, ამ ილუზიაში მე არ ვარ. ამიტომ არის ტექნოლოგიური ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა იყოს, მან ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.