მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და მედიასაშუალებების ვებგვერდები ცოტა ხნით გაითიშა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო წვდომა ისეთი კომპანიების ვებგვერდებთან როგორებიცაა: Amazon, Reddit, Twitter, Youtube. დროებით შეზღუდული იყო ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი gov.uk
გარდა ამისა, გაითიშა გავლენიანი მედიასაშუალებების - CNN-ის, Bloomberg-ის, New York Times-ის, Guardianის, Financial Times-ისა და Independent-ის ვებგვერდები.
ვარაუდობენ, რომ ვებგვერდების შეფერხების მიზეზი ინტერნეტის ფართომასშტაბიანი გამორთვა შესაძლოა ყოფილიყო.
ამ დროისთვის, ვებგვერდების უმეტესობა აღდგენილია.