"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში 32-წევრიანი ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
ხატია დეკანოიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმასა და სტრატეგიაზე განცხადებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს. მისივე განცხადებით, პარტია გეგმავს, რომ აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.
"დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
7-თვიანი ბოიკოტის დასრულების შესახებ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება 30 მაისს გამოაცხადა.
პარლამენტში შესვლის მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი ამნისტიის პუნქტს არ ეთანხმებიან.