ბოლო პერიოდში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბზობის დღესასწულაზე, სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე გამწვავდა რელიგიური კონფლიქტი. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავასა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
21 აპრილს მეუფე პეტრეს მომხრეები არ უშვებდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს ტაძარში საღვთო ლიტურგიის აღსასრულებლად. აცნობიერებენ კი ადამიანები, ვის უჭერენ მხარს? სინოდის სხდომაზე, როდესაც მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერდა ღვთისმსახურება, ის შეეცადა არეულობის მოწყობას და როგორც ამბობენ, პატრიარქისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. ეპისკოპოსების კრებისთვის ასეთი ქმედება მიუღებელია.
გვახსოვს, როგორ აძლევდა ის ინტერვიუებს ტელევიზიებს. შესაძლოა, გაამართლო მეუფე პეტრე, როგორც გინდა, მაგრამ მის ქმედებებს პოლიტიკურად შორსმჭვრეტელურს ვერ უწოდებ. თუ ის, მთლიანობაში არც თუ სულელი ადამიანი, იძულებული არ არის ვიღაც ზემდგომის დაკვეთა შეასრულოს. ცაავა გამოდის ამაზრზენი ცილისწამებით საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დრომდე საზოგადოებისთვის არ წარუდგენია თავისი ბრალდების მტკიცებულებები. როგორც ჩანს, ასეთი რამ მას არც არასდროს ჰქონდა. ცაავას ამოცანაა არა დაამტკიცოს თავისი ბრალდებები, არამედ - გამოიწვიოს დიდი ხმაური თავის ირგვლივ და მიაყენოს რაც შეიძლება დიდი ზიანი საქართველოს ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის ავტორიტეტს. ამ მიზეზით, ის მიდის ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც მუშაობს ეკლესიის წინააღმდეგ და ძირს უთხრის მის ერთიანობას. მათ შორის, არის უკვე დიდი ხნის წინ დახურული „ციანიდის სასულიერო პირის“ გიორგი მამალაძის საქმე. მაგრამ მამალაძის საქმეში მიტროპოლიტ პეტრეს აქვს თავისი ინტერესიც: როგორც ამბობენ, ეს საქმე მიზნად ისახავდა კათოლიკოსის გადაყენების გეგმას და მეუფე პეტრე მხარს უჭერდა მას. შესაძლოა, შეთქმულთა შეხვედრების აუდიოჩანაწერებშიც მისი ხმაც ისმოდეს... მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გამოთქმული ცილისწამების სიმძიმის გათვალისწინებით, ის დიდი ხანია, უნდა ჩამოშორებულიყო ეკლესიას, მაგრამ მას მხოლოდ დროებით ჩამოერთვა ღვთისმსახურების უფლება.
როგორც dogma.ge -სთან კომენტარში ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა განმარტა, კანონიკური სამართლით, ის, ვინც წამოაყენებს ბრალდებას, მაგრამ ვერ დაამტკიცებს მას, უნდა მიიღოს ადეკვატური სასჯელი.
კათოლიკოსი წუხს მეუფე პეტრეზე. მზად არის აპატიოს და შეხვდეს გაშლილი ხელებით, რაზეც საჯაროდაც განაცხადა. ოდესღაც პეტრე მოციქულმაც გაყიდა ქრისტე, მაგრამ მწარედ ინანა თავისი სიმხდალე და ეპატია. თავისი მამისა და მასწავლებლის ღალატით, ცაავა ირჩევს არა პეტრე მოციქულს, არამედ იუდას.
IRI-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პატრიარქს კვალვ მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე პრემიერს - 89%. ეკლესიაში კათოლიკოსს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე ცაავას. ეს შეუდარებელი სხვაობაა. ამიტომ პატრიარქის ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრისა და საეკლესიო საზოგადოებისათვის ცაავას პოზიციების თავის მოხვევის მცდელობა, ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ეკლესიაზე გარედან ზეწოლის მცდელობა და ყველა გაემიჯნება მას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ მოუტანს სიკეთეს არც სახელმწიფოს, არც ქართულ საზოგადოებას და არც ოპოზიციას, რომელიც ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენები და სკანდალებად მონათლოს.
ნანა ბერიძე