საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ბელარუსში მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება.
პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია.
"თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულვებელყოფაც მიუღებელია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
გუშინ, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლუკაშენკას განკარგულებით, მინსკში დაჯდომა აიძულეს.
ბორტზე ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.
ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.
მომხდარს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის საბჭო. ევროკომისია, ევროპარლამენტი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები გმობენ ლუკაშენკას ქმედებას და ბელარუსის ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ.