თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ცდილობდა კორპუსის აივნიდან გაზის მილის მეშვეობით ძირს დაშვებულიყო, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა.
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.
პეკინზე საერო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და მე-7 სართულის ჩათვლით გავრცელდა. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი