„მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო.
იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობა მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.
აუდიენციაზე მხარეებმა თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის გეგმები დასახეს.
ისრაელის ელჩმა რატი ბრეგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რან გიდორის განმარტებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა.