„მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება" აცხადებს რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა - საქართველოზე არავინ საუბრობს", აცხადებს სალომე სამადაშვილი. როგორც "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, "უშინაარსო დეკლარაციაზე" მიერთება არ მოხდება
"ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოშიც და ევროკავშირშიც", - აცხადებს სალომე სამადაშვილი რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას „საგარეო პოლიტიკის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შემოერთებისკენ მოუწოდა.