"ევროპელი სოციალისტების" პარლამენტში შემოსვლამ, რადიკალური ოპოზიციის ერთპარტიული პარლემენტის სცენარი ჩამოშალა, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ,
"მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", რომელმაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთპარტიული პარლემენტის სცენარი. ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.