საფრანგეთს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ელისეის სასახლის განცხადებით, 42 წლის მაკრონი კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ 7-დღიანი თვითიზოლაციაში გადავა.
მათივე განცხადებით, პრეზიდენტი მაკრონი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ქვეყნის მართვას.
პანდემიის დაწყების დღიდან საფრანგეთში კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 54 900 ადამიანი.