თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერ კეილი მაკინენს რეპორტიორებმა ჰკითხეს, აღიარებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.
კეილი მაკენანი რეპორტიორების საპასუხოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა - "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას განაგრძობს".
დასმულ შეკითხვაზე, თუ რა საამრთლებრივი გზა დარჩათ პრეზიდენტის იურისტებს შედეგების გასაპროტესტებლად, როცა საარჩევნო კოლეგიამ თავისი გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა, მაკინანმა ამგვარად უპასუხა - "ამომრჩეველთა კოლეგიის გუშინდელი კენჭისყრა საკონსტიტუციო პროცესის ერთ-ერთი ნაბიჯია".
ცოტა ხნით ადრე, სენატრის რესპუბლიკეთა უმრავლესობის ლიდერმა, სენატორმა მიჩ მაკკონელმა პირველად აღიარა ჯო ბაიდენის გამარჯვება და არჩეულ პრეზიდენტსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.