უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანას უკრძალავს. იუწყება Reuters-ი.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, შვილის აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ.
უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის ნებადართული, მაგრამ შვილად აყვანა შესაძლებელი იყო, თუ ერთ-ერთი პარტნიორი, მეორისგან დამოუკიდებლად, მოითხოვდა ბავშვის შვილად აყვანას.
საკანონმდებლო პროექტი უნგრეთის პარლამენტს მმართველმა პარტია Fidesz-მა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით წარუდგინა.
ამასთან, ახალი კანონმდებლობით, მარტოხელა პირებს ბავშვის შვილად აყვანა შეეძლებათ საოჯახო საკითხთა მინისტრის სპეციალური ნებართვით.
უნგრეთის კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრულია, როგორც "კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის", როგორც "ოჯახისა და ეროვნული იდენტობის გადარჩენისთვის ფუნდამენტური ღირებულება".
ფოტო: არქივი