შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობიდან წასვლის შესახბ გადაწყვეტილება ბარმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა უილიამ ბარის წერილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"ძალიან კარგი შეხვედრა შედგა გენერალურ პროკურორთან. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია. მან შესანიშნავად იმუშავა და გაართვა საქმეს თავი. ბილი თანამდებობას დატოვებს ნაადრევად და ის შობას შეხვდება თავის ოჯახთან ერთად,"- დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
მანამდე გენერალურმა პროკურორმა რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
უილიამ ბარი თანამდებობას 23 დეკემბრამდე დატოვებს. გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე ჯეფ როზენი შეასრულებს.