რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იუწყება კრემლის პრესსამსახური.
"მისალოც გზავნილში პუტინმა არჩეულ პრეზიდენტა წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, შეუძლიათ განსხვავების მიუხედავად, ხელი შეუწყონ მრავალი პრობლემისა და გამოწვევის მოგვარებას, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო", - ნათქვამია კრემლის განმარტებაში.
ნოემბრის დასაწყისში პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთი თავს შეიკავებდა მილოცვისაგან, ვიდრე საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად არ გამოაცხადებდა შედეგებს.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი ოფიციალურად ცნო გამარჯვებულად.