კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გერმანიასა და ევროკავშირში დაიწყება ვაქცინის ლიცენზირებიდან "რამდენიმე დღეში", რაც შეიძლება დეკემბრის ბოლომდე მოხდეს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია გერმანიასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე დეკემბრის ბოლოდან ან იანვრის დასაწყისიდან დაიწყება.
მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად ვაქცინამ ჯერ ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა უნდა მიიღოს.
"ამისთვის [ვაქცინის უსაფრთხოების შესაფასებლად] ჩვენ გვაქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტო EMA. გვსურს, რომ ეს სამუშაო ჩატარდეს ფრთხილად, პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. მედიკამენტების სააგენტო ამბობს, რომ ვაქცინის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას 29 დეკემბრისთვის მიიღებენ, დღეს 13 დეკემბერია, ამიტომ ცოტა უნდა მოვითმინოთ. შესაძლოა, ეს მოხდეა უფრო ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 29 დეკემბრისა. ამის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიწყება ვაქცინის მაარაგების განაწილება ევროპის ყველა ქვეყანაშია და იანვრიდან უკვე შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის დაწყება", - განაცხადა მერკელმა.