გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების განკარგულება გამოსცა.
მერკელის გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
შეზღუდვების გამკაცრების ახალი წესების მიხედვით, გერმანიაში დაიხურება მაღაზიების უმეტესობა, საბავშვო ბაღები და სკოლები.
ახალი შეზღუდვები ძალაში შევა 16 დეკემბრიდან და მინუმუმ 10 იანვრამდე იმოქმედებს, რაც ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დაძლევას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.
ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა თქვა, რომ ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ახალი ზომები, რათა აღკვეთოს კორონავირუსული შემთხვევების უპრეცენდენტო გავრცელება.
ახალი შეზღუდვების მიხედვით:
• დაიხურება ყველა ნაკლებად აუცილებელი საჭიროების მაღაზია და სერვისი, მათ შორის სილამაზის სალონები;
• სკოლები გადავლენ ონლაინსწავლებაზე და საშობაო არდადეგებს გაახანგრძლივებენ 10 იანვრამდე;
• დაიხურება დღის მოვლის ცენტრები. ამავდროულად მშობლებს შეეძლებათ მოითხოვონ ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნა შვილების მოვლის მიზნით;
• დამსაქმებლებს მოუწოდებენ დასაქმებულებს საშუალება მისცენ სახლიდან იმუშაონ;
• რელიგიური ღონისძიებები დაშვებული იქნება, თუ მკაცრად დაიცავენ დისტანცირებისა და ჰიგიენის წესებს;
• ფედერალური მიწები კვლავ გეგმავენ შემსუბუქების შეზღუდვას 24-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, რომ ოჯახის წევრებმა შობის დღესასწაული ერთად გაატარონ. წესები ხუთამდე ადამიანს აძლევს შეკრების საშუალებას, რასაც ემატება 15 წლამდე ბავშვები უახლოესი ოჯახიდან.
ანგელა მერკელმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ოჯახებმა, რომლებიც შეხვედრას გეგმავენ, ერთი კვირით თვითიზოლაციაში დარჩნენ, რათან მაქსიმალურად დაცულად იყვნენ.