რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 95%-ის დამუშავების შემდეგ, წინასწარი შედეგებით ლიდერობს ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია.
ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩეველთ 29.8%-ი მიიმხრო, მმართველმა ნაციონალურ-ლიბერალურმა პარტიამ კი 25.11%.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში შესული არ არის რუმინეთის დიასპორის დაახლოებით 265 000 ხმა, რომელიც ტრადიციულად სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ აძლევს ხმას.
წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 31,84 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალია 1989 წლის შემდეგ.
მოსალოდნელია, რომ მიუხედავად უპირატესობის მოპოვებისა, სოციალ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისმა, ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, რომელმაც უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებას მოქმედ პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანს დაავალებს.