შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა.
"რუდი ჯულიანის, ნიუ იორკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მერს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უსამართლო არჩევნებზე დარღვევების გამოსააშკარავებლად, ჩინური ვირუსი დაუდასტურდა. მალე გამოჯანმრთელდი, რუდი. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ", - წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპის იურისტთა გუნდი რუდი ჯულიანის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სასამართლოში ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს არჩევნების შედეგების გაუქმებას.
ტრამპი არჩევნებზე "ფართომასშტაბიან გაყალბებაზე" საუბრობს ისე, რომ ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.