ბელარუსში მიმდინარე საპროტესო აქციებზე, რომელიც ხელისუფლების მიერ არ იყო სანქცირებული, 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.
გავრელებული ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 103 ადამიანი, მონაცემების შეგროვება კვლავ გრძელდება.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა უმეტესობა მინსკში დააკავეს. დაკავებები განხორციელდა ასევე ბრესტში, გროდნოში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
როგორც იუწყებიან, თავდაპირველად სამართალდამცველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან დააკავეს აქტივისტი, 73 წლის ნინა ბაგინსკაია, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ გრძელდება მასობრივი საპროტესო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა.
ფოტო: TASS