მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები - ასე პასუხობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას, არის თუ არა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე, ნოემბრის ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება.
"ვერ გეტყვით, ჩემი კომპეტენციაა ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, ამაში ექსპერტად ვერ გამოვდგები", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე "მთავარი არხის" კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ და საპასუხო პროპორციული ძალა გამოიყენეს.