უნდა შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პრობლემური სესხების ფონდი და გადავარჩინოთ ისინი მასობრივი გაკოტრებისგან. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ასევე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეროვნული ხსნის კომიტეტი და ტურიზმის გადარჩენის ფონდი.
"ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება ქართული ოცნება არის მთლიანად ჩამოშლილი, ხელისუფლება მთლიანად დალპა...
ახლა ჩვენთვის მთავარი არის ქართველი ხალხის გადარჩენა. ჩემთვის მთავარი არის, ახლა სასწრაფოდ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გავლა. უნდა შევქმნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი კოვიდის წინააღმდეგ. უნდა შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პრობლემური სესხების ფონდი და გადავარჩინოთ ისინი მასობრივი გაკოტრებისგან, რაც გარდაუვალია ამ კრედიტების პირობებში, რომელსაც ვერ ისტუმრებენ.
უნდა შევქმნათ ტურიზმის გადარჩენის ფონდი იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ეს ინდუსტრია ჩამოგვექცევა... უნდა ასევე შევძლოთ მევენახეების დახმარება, რადგან პრაქტიკულად კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.