"სამი მუშკეტერი" [ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე] იმის მაგივრად საქმე ეკეთებინათ, სულ პოლიტიკურ განცხადებების კეთებით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა სრულიად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ-19-ს.
სამი მუშკეტერი იმის მაგივრად საქმე ეკეთებინათ, სულ პოლიტიკურ განცხადებების კეთებით იყვნენ დაკავებული და პრაქტიკულად სისტემა მთლიანად მოუმზადებელი დახვდა კოვიდს, როცა შემოვიდა.
ახლა ჩვენთან არის ციფრები ბევრად უარესი, ვიდრე იტალიაში იყო პიკზე. ორჯერ თუ სამჯერ უარესია ვიდრე უკრაინაში არის დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ შეიძლება გასწიოს პროპაგანდა, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ საშიშია...
არც იფიქროთ არმისვლაზე საარჩევნო უბნებთან. ერთადერთი შანსი, რომ ივანიშვილი დარჩეს არის ის, რომ ხალხი მასობრივად არ მივიდეს არჩევნებზე. ამას ნუ გავაკეთებთ... მთავარია ესენი არ დარჩნენ, იმიტომ რომ საქართველო აღარ იქნება. საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება, ქართული ენა გაქრება. საქართველო გახდება რუსეთის ერთი ჩვეულებრივი გუბერნია. როგორც ჩეჩნეთი დააჩმორა ბოლომდე კადიროვის მეშვეობით, ბევრ თავისუფლების მოყვარე ჩეჩენს ვიცნობ, თუმცა ზუსტად იგივეს გვიპირებს ჩვენ, განვითარებულ ევროპულ ქვეყანას. ამიტომ დაივიწყეთ სააკაშვილი, ნებისმიერ პოლიტიკოსი, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო, შვილებს შეხედეთ თვალებში და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ესენი თუ არ მოშორდნენ, მშვიდობიანად, წყნარად, ჩვენ სრულიად დაუცველი აღმვჩნდებით კოვიდის წინაშე რადგან კატასტროფა ხდება. სრულიად დაუცველი აღმოვჩნდებით შიმშლობისგან, სრულიად დაუცველი აღმოვჩნდებით უპერსპექტივობისგან და ნებისმიერ სხვა საფრთხისა და გამოწვევისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.