შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. როგორც ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, ბილანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას ჩვენების გამო იყო დაბარებული.
მისივე თქმთ, გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ მონაწილეობს.
"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა მტკიცებულებები, ამონაწერი ტელეფონის დეტალური, ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს უბნიდან არ გასულა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს იმ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელზეც ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ის არის ე.წ. კაწრო. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.
ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებიდან არც ერთს არ იცნობს. ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა.ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაც ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი.
ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეებია", - აცხადებს თამარ აბესაძე.