არ ვაპირებ კოალიციაში ვიყო ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობასთან, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, "ერთიანი საქართველო" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და დამოუკიდებლად, ყველას გარეშე მოიპოვებს სერიოზულ გამარჯვებას.
"რაც შეეხება კოალიციას, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან კოალიციაში ვიყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ თუ ის ხელისუფლებას ებრძვის, ის არ უნდა იყოს კოალიციაში ქართულ ოცნებაში. არ ვაპირებ კოალიციაში ვიყო ნაციონალურ მოძრაობასთანაც", - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.