ბატონი გახარია, ყველამ ვიცით, რომ გაქრება, როგორც გუშინდელი სიზმარი, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთა ლიდერმა გიგა ბოკერია, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში".
გიგა ბოკერია ამ კომენტარით, გიორგი გახარიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი ერთადერთი ამოცანაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში "ქვეყნის მტრები" [ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო] არ უნდა იყვნენ.
"ყველა მთავრობა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს იმაზე კი არ ელაპარაკება, პრობლემას როგორ გადაუწყვეტს, ამ ეკონომიკური გაჭირვების დროს, რა ნაბიჯებს გადადგამს, იწყებს ლაპარაკს ვის გაანადგურებს, ვის არ შეუშვებს .... თავისთავად ეს თემა არ განწირული იმისთვის, რომ ქვეყანა დააზიანოს და მერე იმედია, დამარცხებულ იქნეს", - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ევროპულ საქართველოს" განსხვავებული გზავნილი ექნება.
"დაყოფა მტრებად, გასანადგურებლად უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, თუ ეს ადამიანი მართლა მტრის ჯარს არ მოუძღვის ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება შემდეგი მთავრობა, რომელიც პატარა ზომის მთავრობას შექმნის, ადამიანებს წნეხს შეუმსუბუქებს, მისცემს მეტ სამოქალაქო თავისუფლებას, ისტორიულ ამოცანას გადაწყვეტს - სასამართლოს დამოუკიდებლობის და ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს. და ამ სიძულვილს და იმას, რომ მთავარობა გელაპარაკება რომ ვინ არის დასასჯელი და ვინ არის მტერი, დავასრულებთ. ვისაც არ უნდა რომ ამას დაემშვიდობოს, ის თვითონ დაემშვიდობება პოლიტიკურ როლს. ბატონი გახარია, ყველამ ვიცით, რომ გაქრება, როგორც გუშინდელი სიზმარი, როგორც კი ოცნება დამარცხდება. მაგრამ ჩვენ გახარიას გაქრობა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, ქვეყნის წინ წაყვანა", - თქვა ბოკერიამ.