შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ კორონავარუსის პრევენციის მიზნით, ჰიდროქსიქლოროქინს იღებებს.
ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ გამოიყენოს პრეპარატი, რომლის მიღების რეკომენდაციასაც ექიმები არ იძლევიან.
"ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და მირჩევნია, არ იღებდეს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მეცნიერთა მიერ არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით, მისი ასაკობრივი და მოდით, ასე ვთქვათ, წონითი კატეგორიის ადამიანმა", - უთხრა ნენსი პელოსიმ CNN-ს.