გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის გეგმა წარადგინეს.
ახალი ფრანკო-გერმანული ფონდის ბიუჯეტი 500 მლრდ ევრო იქნება.
დღეს გამართულ ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს, მერკელმა დაადასტურა, რომ ევროკომისია ისესხებს ფულს ევროპული ეკონომიკის გასაძლიერებლად, რომელსაც მეტისმეტად მძლავრი დარტყმა მიაყენა კორონავირუსი გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა.
"500 მილიარდი ევროს აღდგენის ფონდი უზრუნველყოფს ევროკავშირის საბიუჯეტო ხარჯებს ყველაზე დაზარალებული სექტორებისა და რეგიონებისთვის", - თქვა მერკელმა.
მაკრონმა კი დასძინა, რომ სტიმულირების ახალი ფონდი ფინანსურ ბაზარზე ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ იქნება მხარდაჭერილი.
გასულ თვეში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500-მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.