„ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“,
„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.