ქარელის მუნიციპალიტეტში ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს. სოფელ ბრეთში, გარდაცვლილი ბავშვი ოჯახის წევრებმა დღეს დილით ნახეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ავადმყოფობდა, თუმცა, ოჯახს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.