საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს, რომელიც პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს 4) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე ფართი სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ მიმდინარე წელს გადმოსცა. უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია და ცხინვალის თეატრი სრულფასოვან ფუნქციონირებას შეძლებს.