„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების დროებით კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
„რამდენიმე თვეა შეწყალების კომისია არ შეკრებილა და არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ელოდება შეწყალებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ზოგადად შეწყალების უფლება ექნება თუ არა პრეზიდენტს, აქამდე, დროებით მაინც შექმნას პრეზიდენტმა ეს კომისია და განიხილოს ეს განცხადებები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.