ოქსფორდის და მაკგილის (კანადა) უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევის შედგებმა აჩვენა, რომ კანაფის პროდუქტების მოხმარება, მოზარდობის პერიოდში, უკვე ზრდასრულ ასაკში 40%-ით ზრდის დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების რისკს. ასევე, 3-ჯერ ზრდის სუიციდის მცდელობას. კვლევის ავტორები კანაფის მოხმარებას განიხილავენ, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას. ინფორმაციას The Telegraph-ი ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლევარები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღების მიღმა არ დატოვონ მათი თინეიჯერი შვილების მიერ კანაფის მოხმარება. კვლევის თანახმად, კანაფის მოხმარება, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, დაახლოებით, 60 000 სამედიცინო შემთხვევაზე.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მთავრობას მოუწოდებენ ნარკოტიკების მიღებაზე მიმართონ პრიორიტეტულ პრევენციას. ისინი აღნიშნავენ, რომ კანაფის მიერ მიყენებული ზარალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დამანგრეველი შედეგების შემცველია.
კვლევამ შეისწავლა 11 ძირითადი საკითხი. კვლევა 23, 000-ზე მეტ 30 წლამდე ადამიანზე ჩატარდა.
აღმოჩნდა, რომ 18-დან 32 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც მოიხმარდნენ კანაფს დეპრესიის 37 პროცენტზე უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, ხოლო სამჯერ მეტი თვითმკვლელობის მცდელობა.
"ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. ადამიანების რიცხვი, რომლებიც მოიხმარენ კანაფს, განსაკუთრებით ადრეულ მოწყვლად ასაკში, ძალიან მაღალიან მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან და ვფიქრობ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორისთვის", -განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეა ჩიპრიანიმ.
„მოზარდებისათვის შეიძლება იყოს ეფექტი, რომელიც ბიოლოგიურია, გარკვეული შედეგებით, რაც შეიძლება დამანგრეველი იყოს“,- განაცხადა კვლევაში მონაწილე ოქსფორდის პროფესორმა.