თბილიში, პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ადგილზე რჩება.