გოგა ბარბაქაძე დღეს 38 წლის გახდა. ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი გოგა ბარბაქაძე 1981 წლის 1-ელ თებერვალს დაიბადა. გოგა ბარბაქაძემ პოპულარობა მოიპოვა სერიალში „შუა ქალაქში“. 2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. დაოჯახებულია მსახიობ მაია დობორჯგინიძეზე. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მალევე დაოჯახდნენ კიდეც. ჰყავთ ორი შვილი — ბარბარე და გაბრიელი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო თავისუფალ თეატრში, ხოლო 2003 წლიდან რუსთაველის თეატრშია. გადაღებულია რამდენიმე ქართულ ფილმში, მათ შორის „დოგა-დოდა“ (2006), „იდოტოკრატია“ (2008), „თბილისური Love Story“ (2009),„ყველაფერი კარგად იქნება“ (2009), „ოცნების ქალაქი“ (2010).