მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტის, მეუფე ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ვიზიტის ძირითადი მიზანი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი იქნება.
ტელეკომპანიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, დელეგაციის წევრები კონსტანტინოპოლიდან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პატრიარქის მოსაყდრეს მეუფე შიოსა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს შეხვდნენ.
ხვალ, 29 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა კონსტანტინოპოლელ სასულიერო პირებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შორის.