29 იანვარს, 14:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სასტუმრო „იოტაში“ (მის: მ.ლერმონტოვის #10) გამართავს კონფერენციას თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პრობლემების“ ანგარიში და რეკომანდაციები, რომელიც შემუშავდა პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებული სამუშაოების შედეგად. დასასრულს გაიმართება დისკუსია.
2018 წლის 1 ოქტომბერს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დაიწყო პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.