ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC საქართველოს მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (47%) თვლის, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას კარგად ართმევს თავს.
27%-ის აზრით მთავრობა ცუდად, ხოლო 7%-ის აზრით ძალიან ცუდად ართმევს თავს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტს მიაჩნია, რომ სკოლა, რომელშიც მათი ბავშვი/ბავშვები დადიან კარგია. საშუალოდ აფასებს 33 პროცენტი, ხოლო 16 პროცენტი ძალიან კარგად.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC საქართველომ, მედიას კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.
გამოკითხულთა 83%-ის აზრით მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკაშირის წევრი - NDI
გამოკითხულთა 51 პროცენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია - NDI
38% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 30%-ის აზრით საქართველო საერთოდ არ იცვლება - NDI