ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოდ ჩაბარება აღარ მოუწევთ. აღნიშნული განცხადება შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
აბიუტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენების გამოცდების ჩაბარება იქნება.
გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდისა, აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის ჩაბარებაც მოუწევთ, ჰუმანიტარული მიმართულების არჩევისას ისტორიის გამოცდის ჩაბარება, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში - მათემატიკისა.
უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
ამასთან, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები წელს მოიხსნება, მე-12 კლასელებისთვის კი 2020 წელს.