1-იანვრიდან დღემდე ქვეყანაში წითელას ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა. მაჩვენებელი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. მხოლოდ კახეთის რეგიონში 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გამოვლენით საგარეჯო ლიდერობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.