2016-2018 წლებში თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს - 62 მოწამვლის და 30 გარდაცვალების ფაქტი.
რაც შეეხება გასულ, 2018 წელს სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.