ჯიმ კერი დღეს 57 წლის გახდა. ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი 1962 წლის 17 იანვარს დაიბადა. ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: „ეის ვენტურა - ცხოველების დეტექტივი“ (1994) და „ეის ვენტურა - როდესაც ბუნება გიხმობს“ (1995), ასევე ფილმებით „ნიღაბი“ (1994), „მეკაბელე“ (1996) და „მატყუარა, მატყუარა“(1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის „ტრუმენის შოუ“ (1998) და „ადამიანი მთვარეზე“(1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ (2003), „დიკის და ჯეინის გართობა“ (2005) და „ყოველთვის თქვი დიახ“ (2008).
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა. მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში.
1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერშისცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.
ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში „კუპერის მთები“. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა „ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი“. მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები „ნიღაბი“ და „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი“, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა. კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი „მეკაბელე“, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით „მატყუარა, მატყუარა“. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა „ტრუმენის შოუ“ და „ადამიანი მთვარეზე“. „ტრუმენის შოუმ“ მიიღო ოსკარის სამი ნომინაცია, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსიმიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში „ადამიანი მთვარეზე“. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ყოველთვის თქვი დიახ“, ასევე აახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში „ჰორტონს ესმის“ (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი, მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში „საშობაო ისტორია“ (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები „მაჯესტიკი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი „რიცხვი 23“ (2007).