თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო.
მათივე ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
ცნობისთვის, არდადეგები საჯარო სკოლებშიც გახანგრძლივდა.