სკოლაში სწავლის პროცესის შეწყვეტისთვის აუცილებელია შესაბამისი პროტოკოლური მონაცემების არსებობა, რასთანაც მიახლოებული არ ვართ, მაგრამ ამ დღეებში მიმდინარე კონსულტაციებით ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამისა, შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ, რომ გადაიდოს სწავლის დაწყების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ იქნება მიღებული.
„სკოლაში სწავლის პროცესის შეწყვეტისთვის აუცილებელია შესაბამისი პროტოკოლური მონაცემების არსებობა, რასთანაც მიახლოებული არ ვართ, მაგრამ ამ დღეებში მიმდინარე კონსულტაციებით ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამისა, შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ, რომ გადაიდოს სწავლის დაწყების პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამაზე და დღეს ხვალ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა სერგეენკომ.