ჯო კოკერის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. ცნობილი ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მომღერალი ჯონ რობერტ ჯოზეფ „ჯო“ კოკერი, რომელიც ბლუზის და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა 2014 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა.
მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა The Beatles-ის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია, — 1983 წლის სიმღერისათვის „Up Where We Belong“. როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას #97 პოზიცია უკავია.