3-4 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თვალის პათოლოგიების გამოსავლენად უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
ადგილობრივ მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, ოფთალმოქირურგი ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი გაუწევს.
აქციის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურება:
- ექიმის კონსულტაცია;
- მხედველობის ორგანოს გამოკვლევა ;
- მკურნალობის შერჩევა, დანიშნულებისა და გამოკვლევის გეგმის განსაზღვრა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 593 26 50 15
მის: ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი - ახალციხე, რუსთაველის ქ.105ა