ქუთაისის ცენტრის და ნიკეას დასახლების ენერგომომარაგება რამდენიმე წუთში აღდგა. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დაახლოებით 10 წუთში მოახერხა ავარიის ლიკვიდაცია.
კომპანიის ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი აქვთ საარჩევნო უბნებთან. გაუთვალისწინებელი ავარიის გამო შეზღუდვის შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.