დღეს ოთარ რამიშვილის დაბადების დღეა. გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი ოთარ რამიშვილი 2011 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოთარ რამიშვილს 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა, კომპოზიტორია ფილმისა „მამა“.
გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.