10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეტყევის დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნება, სადაც წარმატებულ მეტყევეებს მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებენ. დაჯილდოვების ცერემონიას საკანონმდებლო ოგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრი ადგილი: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი (ბოტანიკურის ქ. N1)