საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში, პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულურ პროგრამებზე ჩასარიცხად, მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია.
სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი რიგით მესამე, საშემოდგომო მიღებას ორ პროფესიულ პროგრამაზე აცხადებს:
- მექატრონიკა (მოდულური),V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე
- მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური),V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამჯერადაც ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დასაქმების ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადპროფესიებს დაეუფლონ. პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალურად საუბარს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მენეჯერი და პროფესორ-მასწავლებლები მომდევნო კვირას, ღია კარის დღეზე გეგმავენ.
მსურველებს, რომელთა ასაკი შეზღუდული არ არის, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 19 ოქტომბრის ჩათვლით, პირადობის მოწმობით, ყოველდღე (კვირადღისგარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე, შაბათს კი - 11:00-დან 14:00 საათამდე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77, მე-3 სართ., ოთახი №352); ასევე,საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. დარეგისტრირება, აგრეთვე, შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულის https://vet.emis.ge/#/registration მეშვეობით.
რაც შეეხება შემდგომ საფეხურზე დარეგისტრირების მსურველებს, მათ დამატებით უნდა წარმოადგინონ წინა საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტექნიკური გადამზადების ცენტრში, თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან, სასწავლო პრაქტიკას კი საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში გაივლიან. სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.
პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაცია. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.
ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო"-ს მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: gttc@gtu.ge
ტელ.: +995 577 222 419 და ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gtu.ge; gttc.ge